საქართველოში Founder Institute-ის აქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართა
BM.GE
03.03.23 09:48
• 180
საქართველოში Founder Institute - ის 4 თვიანი აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც 8 სტარტაპერმა თავიანთი წამოწყება აუდიტორიას გააცნო. 16-კვირიანი სტრუქტურირებული პროცესის გავლის და წამყვანი ექსპერტების მენტორინგის შემდეგ მეწარმეებს აქვთ რეალური შანსი მოიპოვონ ინვესტიციები თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის. დემო დღე Startup Büro-ს, Axel -ის, Grant Thornton Georgia-სა და Kettari Foundation-თან პარტნიორობით გაიმართა.