მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში გაცილებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი წერილებთან დაკავშირებით, ვიდრე საზღვარგარეთ"

5e467a5ea21a5
ინგა მურუსიძე
15.02.20 11:00
1785
ვფიქრობ, საქართველოში გაცილებით დიდი აჟიოტაჟია ამ წერილებთან დაკავშირებით ატეხილი, ვიდრე საზღვარგარეთ, - ამის შესახებ „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ bm.ge-ს განუცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ცოტა მეტი ყურადღებით ხომ არ უნდა გაეცნოს ოფიციალური თბილისი ამერიკიდან და ევროპიდან მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებს და შემდეგ გადადგას ნაბიჯები.

„მე ვერ ვიტყვი, რა გავლენას იქონიებს ეს წერილები და ის ყველაფერი, რაც ხდება,  ბიზნეს გარემოზე, მაგრამ მე ვფიქრობ, საქართველოში გაცილებით დიდი აჟიოტაჟია ამ წერილებთან დაკავშირებით ატეხილი, ვიდრე საზღვარგარეთ. მე მაქვს შეხება ყოველდღიურად იმ უცხოელ ინვესტორებთან, რომლებიც საქართველოში არიან. ძალიან წყნარად არიან და მუშაობენ სტაბილურად. ნახეთ ებრაული ინვესტიციები, ევროპული ინვესტიციები. მათ არ აქვთ იმის შეგრძნება, რომ რაღაცა განსაკუთრებული საფრთხეა და ხვალ შეიძლება ვიღაცამ ბიზნესი წაართვას“, - განაცხადა პერტაიამ.

თუმცა კითხვაზე, რატომ არ გვყავს ბევრი ახალი ინვესტორი, პერტაიამ უპასუხა - „ზოგს ჰგონია, რომ როცა დღეს რაღაც ცუდი მოხდება, ან ვიღაც წერილს გამოგზავნის, ხვალ ინვესტიციები აღარ იქნება, ეს ასე არ მუშაობს. არის ინვესტიციების ძალიან დიდი ფანჯარა და დღეს რომ რაღაცა მცირდება, ეს შეიძლება 2-3 წლის წინანდელი ცვლილების დამსახურება იყოს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები