მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა 15%-ით შემცირდა

5b7ab585e08d2
BM.GE
20.08.18 16:34
837
საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობამ წლის II კვარტალში 7.4 მილიონი შეადგინა.

წინა, I კვარტალთან შედარებით: 15%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა. ამასთან, გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილი შემცირდა 1%-ული პუნქტით და შეადგინა 10%. 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 20%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა. საქართველოში 10 სულ მოსახლეზე გამოშვებულია 5 ბარათი.

ეროვნული ბანკის ცნობით, ქართული საგადახდო ბარათებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 71.7 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 6.3 მილიარდი ლარი. აქედან ოპერაციების 94% როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო დანარჩენი (6%) ქვეყნის გარეთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები