მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში განასა და ბაჰამის საკონსულოები გაიხსნება - განკარგულება

საკონსულო

თბილისში განას და ბაჰამის საკონსულოები საპატიო კონსულების მეთაურობით გაიხსნება, - ამის შესახებ განკარგულება პრემიერმა 9 სექტემბრის თარიღით გამოსცა.

საკონსულო ოლქი ქვეყნის მთელი ტერიტორიაა.

ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობა საკმაოდ მცირეა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოსა და განას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.6%-ით ნაკლებია.

წელს, განასთან ვაჭრობის უდიდესი წილი ექსპორტზე მოდის. მხოლოდ 8.9 ათასი აშშ დოლარია იმპორტი.

რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას: მინერალური, ქიმიური და აზოტოვანი სასუქები - $2.5 მლნ; ტკბილი გაზიანი სასმელები - $88.9 ათასი აშშ დოლარი; დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $86.7 ათასი აშშ დოლარი.

იმპორტირებული პროდუქცია: სუნამოები და ტუალეტის წყალი - $5.3 ათასი; კოსმეტიკური ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - $1.7 ათასი; საპონი - $1.3 ათასი.

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში განას 128 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც 73%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.

ბაჰამის თანამეგობრობასთან გასულ წელს სავაჭრო კავშირი საერთოდ არ გვქონია. მიმდინარე წლის 7 თვეში კი, 2.7 ათასი აშშ დოლარის სამკურნალო საშუალებების და კვების პროდუქტების იმპორტი განხორციელდა.

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში განას 6 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 40%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები