მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[საქართველოში] გაუბრალოებულია დასანქცირება, უცხოეთში, ალბათ, გიჟდებიან ამაზე" - თემურ ჭყონია

ჭყონია

ბიზნესმენი თემურ ჭყონიას განცხადებით, თუ ხელისუფლების წევრები მიიჩნევენ, რომ პერსონალური სანქციების პირობებშიც შეუძლიათ გაძლება, სახელმწიფო სამსახურში არ უნდა რჩებოდნენ - ამის შესახებ ჭყონიამ "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

"იზოლაციაში როდესაც ხარ და კიდევ აგრძელებ იმ ადამიანების ბულინგს და შეურაცხყოფას, ეს არაპოლიტიკურია. ხშირად საუბრობენ, რომ თუ დამასანქცირებენ, ისედაც გავძლებთო; შენ გაძელი, მაგრამ მაშინ ნუ ხარ სახელმწიფო სამსახურში. თუ შეგიძლია, რომ გაძლო მარტო, გაძელი, ვინ გიშლის?! ეს პრობლემა არ არის.

ჩვენთან გაუბრალოებულია დასანქცირება, ალბათ უცხოეთში გიჟდებიან ამაზე, დასანქცირება არის უდიდესი პირადული შეურაცხყოფაც, ალბათ ფიქრობენ, რა ხალხია ეს, ვასანქცირებთ არ სწყინთ, არ ვასანქცირებთ - არ სწყინთ, პასპორტებს ჩამოვართმევთ - არ სწყინთ... არაფერი მოქმედებს? ეს რა არის, რა რეაქციებია?!

რომ მითხარით, რომ გავარდა ჭორი, "კოკა-კოლას" რუსეთში ყიდიანო, ამით შევწუხდი, არ მსიამოვნებს, როცა ამ თემას მაბრალებენ და არ მითქვამს, რომ "მერე რა", სწორი რეაქცია ხომ უნდა მისცე ყველაფერს, არაფერი მოქმედებს თქვენზე?" - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები