მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი იქმნება

57ad6a7dbc9ac
BM.GE
12.08.16 10:10
1597
ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე ახალი სერვისის პრეზენტაციას გამართავენ და ხელს მოაწერენ საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის შექმნის ხელშეკრულებას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ფლოტის შექმნა, რეგისტრაციის პირობების დახვეწა და მაღალი ტექნიკური სტანდარტების შენარჩუნება წარმოადგენს.
 
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრისსისტემის შექმნის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობების გაუმჯობესებას, ახალი გემების მოზიდვასა და მათზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინოვაციური სერვისის დანერგვით ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის მოპოვება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ ყველა გემზე, გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება, დაინერგება ელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდიდან გემზე საქართველოს სახელმწიფოს სახელით გაცემული მოწმობებისდ ამოწმება (ონლაინ ვერიფიკაცია) მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათისგანმავლობაში, კვირაში 7 დღე, რაც შეამცირებს საქართველოს გემების ინსპექტირების დროს და შექმნის გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველ ეფექტურ მექანიზმებს.

სააგენტოს მიერ აღიარებულ აგენტებს, შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ უცხო ქვეყნის გემების პირველადი (დროებითი) რეგისტრაცია საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონულ რეესტრში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები