მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში გოგონები ბიჭებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში სჯობნიან"

5af1adc63261c
BM.GE
08.05.18 18:01
771
საქართველო იმ მცირე ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც გოგონები ბიჭებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში სჯობიან. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორმა ნინო რევიშვილმა გადაცემაში ქალების ნარატივი სტუმრობისას განაცხადა. კვლევის მიხედვით, რომელიც ცენტრმა საერთაშორისო სწავლების ცენტრის IEA მეშვეობით ჩაატარა, ხშირად მშობლები და მასწავლებლები თვლიან, რომ გოგონები ნაკლებად ნიჭიერები არიან მათემატიკასა და საბუნებიმეტყველო მეცნიერებებში, რაც გავლენას ახდენს გოგონების მოტივაციაზე.

კვლევაში ყურადღება ასევე გამახვილებულია განათლებაში თანასწორობის პრობლემაზე. დიდი სხვაობაა სოფლებისა და ქალაქების სკოლების, ასევე კერძო და საჯარო სკოლების განათლების ხარისხსს შორის. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით მოსწავლეების 14% ვერ ახერხებს მარტივი ტექსტის გააზრებას.

"14% ქართველი მოსწავლეების ვერ ახერხებს მარტივი ტექსტის წაკითხვას და იქიდან აზრის გამოტანას. ეს საკმაოდ სავალალო შედეგია. გოგონებსა და ბიჭებს შორის განსხვავება კი იგრძნობა ყველგან. ზოგადად საერთაშორისო ტრენდია რომ წიგნიერებაში გოგონები ყოველთვის სჯობიან ბიჭებს. ჩვენთანაც 2016 წლის მონაცემებით თითქმის 20 ქულიანი განსხვავებაა გოგონებსა და ბიჭებს შორის, მაგრამ განსხვავებული სიტუაციაა იმ მხრივ, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის ვართ, სადაც გოგონები სხვა საგნებშიც სჯობიან ბიჭებს, მათ შორის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. ეს შეიძლება ძალიან ბევრ რამეს უკავშირდებოდეს მათ იმას, რომ მასწავლებლების და მშობლების დიდი პროცენტი თვლის, რომ გოგონები არ არიან ისეთი ნიჭიერები და ყოჩაღები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, როგორებიც ბიჭები.” , - აცხადებს ნინო რევიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები