მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

იახტა

2024 წლის იანვარ-მარტში იახტების იმპორტი საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.5%-ით გაიზარდა.

იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების მოცურავე საშუალება შემოვიდა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც 2024 წლის 3 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი იახტა იყიდა, რაოდენობა კი, მითითებული არ არის :

  • ბელგია - 327 320 აშშ დოლარი;
  • აშშ - 158 910 აშშ დოლარი;
  • უკრაინა - 63 530 აშშ დოლარი;
  • პორტუგალია - 46 470 აშშ დოლარი;
  • კანადა - 21 620 აშშ დოლარი

ცნობისთვის, გასულ წელს ჯამურად საქართველომ 3.5 მლნ აშშ დოლარის იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, როცა ქვეყანაში 4.1 მლნ-ს იახტები შემოვიდა. სწორედ 2022 წელი იყო საქართველოში იახტების იმპორტის კუთხით რეკორდული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები