საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 11 941 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 11 931 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების ერთობლივი შემოსავალი, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 10 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 7 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც ისინი შეტყობინების ვალდებულებისგან გაათავისუფლა. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.
რა ეტაპი მიმდინარეობს ახლა, საქმისწარმოების ნაწილში და როგორ აფასებს სააგენტო კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს?
სტუმარი: გიორგი ქედელიძე - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;