მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში იმპორტირებული პოპულარული ავტომობილები - TOP-20 მოდელი

Ford Fusion

2025 წელს საქართველოში სულ 171,787 ავტომობილის პირველადი რეგისტრაცია აღირიცხა, რაც 2024 წლის ავტოიმპორტთან შედარებით 13%-ით მეტი იყო. შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ქვეყანაში გასულ წელს რეგისტრირებული ავტომობილების დეტალური მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ყველაზე მეტი Ford Fusion-ის მოდელის ავტომობილი შემოვიდა. მათი რიცხვი 4065-ს შეადგენდა. მეორე ადგილს იკავებს Toyota Camry 4000 ერთეულით, მესამე პოზიციაზე კი არის Volksvagen Jetta 3991 ერთეულით.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, ტოპ 20 მოდელს შორის მოხვდა ელექტრომობილი Tesla Model 3 1413 ერთეულით. მთლიანობაში ბრენდების მიხედვით პირველ ადგილზე მაინცToyota-ა, რომლის 26,853 ავტომობილის იმპორტიც აღირიცხა. მეორე ადგილს იკავებს Ford-ი 17,857 ავტომობილით, მესამე ადგილზე კი Mercedes-Benz-ია 12,385 ავტომობილით.

2025 წელს საქართველოს ავტოიმპორტის სტატისტიკა - ყველაზე მეტად იმპორტირებული მოდელები:

# მოდელი რაოდენობა
1 FORD FUSION 4,065
2 TOYOTA CAMRY 4,000
3 VOLKSWAGEN JETTA 3,991
4 SUBARU FORESTER 3,812
5 FORD FUSION HYBRID 3,028
6 FORD TRANSIT 2,893
7 HYUNDAI ELANTRA 2,687
8 TOYOTA PRIUS 2,612
9 TOYOTA AQUA 2,212
10 TOYOTA RAV 4 2,178
11 SUBARU CROSSTREK 1,843
12 MERCEDES-BENZ SPRINTER 1,716
13 TOYOTA RAV 4 HYBRID 1,657
14 HYUNDAI TUCSON 1,522
15 BUICK ENCORE 1,497
16 TESLA MODEL 3 1,413
17 TOYOTA PRIUS C 1,341
18 HONDA FIT 1,329
19 VOLKSWAGEN PASSAT 1,222
20 MERCEDES-BENZ C 300 1,175

რაც შეეხება ელექტრომობილებს, Tesla-ს მოდელების იმპორტი 3,472 იყო, ჩინური BYD-ის იმპორტი კი 938-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები