მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში იმპორტულ ვაშლს ადგილობრივი ჩაანაცვლებს"

5bec27c64b7ab
BM.GE
14.11.18 19:00
902
საქართველოში იმპორტულ ვაშლს ადგილობრივი ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია "ალიონის“ კონსულტანტმა არჩილ ლობჟანიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ეს ტენდენცია ბაზარზე აშკარად შეიმჩნევა და უკვე ვაშლის ფასზეც აისახა. თუ გასულ წელს იმპორტული ვაშლის საბითუმო ფასი 1,5 ლარი იყო, წელს შემცირდა და 70 თეთრიდან 1 ლარამდე დასტაბილურდა.

"ადგილობრივად მოწეული მოსავალი ძირითად კონკურენციას პოლონეთიდან შემოტანილ ვაშლს უწევს, რომელზე იმპორტის ყველაზე დიდი წილი მოდიოდა. აღმოვაჩინე, რომ საქართველოში უკვე ბევრი ახალი ბაღია გაშენებული, სადაც უმაღლესი ხარისხის მოსავალი მოჰყავთ, რომელიც თავისუფლად უწევს კონკურენციას იმპორტულ ვაშლს. სამომავლოდ ასეთი ბაღების ფართობები კიდევ უფრო გაიზრდება" - განაცხადა არჩილ ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ალიონმა“ წინანდალში 20 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გააშენა, საიდანაც წელს 600 ტონა მოსავალი მიიღეს და სრულად ადგილობრივ ბაზარზე გაყიდეს. ვაშლის ნერგები ჰოლანდიიდან შემოიტანეს, ისეთი ჯიშები როგორიცაა გრენი-სმიტი, ჯონაგოლდი, ჩემპიონი, ბრიბურნი, აიდარედი და გოლდენი, რომელიც თანამედროვე ვაშლის ჯიშებია. ბაღების მაქსიმალური მოსავლიანობა 1000-1200 ტონაა,

როგორც არჩილ ლობჟანიძე აცხადებს, მომავალ სეზონზე ბაღების მსხმოიარობა კიდევ გაიზრდება და 700-800 ტონა მოსავალს მიიღებენ. კომპანიაში სამომავლოდ ვაშლის გადამუშავებაზეც ფიქრობენ, კერძოდ, იმ ვაშლით, რომელიც გასაყიდად კონდიციური არ იქნება, ძმარს დაამზადებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები