მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში ინვესტორების შემოსვლის ერთ-ერთი პრობლემა კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობაა"

574d738e18303
BM.GE
31.05.16 15:17
2204
საქართველოში ინვესტორების შეომსვლას მუშახელის კვალიფიკაციის პრობლემა აფერხებს, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა განუცხადა. ოსმან ჩალიშქანის თქმით, კვალიფიკაციის პრობლემა დგას, როგორც ტექსტილის, ასევე ტურიზმის, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სფეროში. ჩალიშქანის განცხადებით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო ცენტრები საქართველოს რეგიონებში უნდა გაიხსნას, მისი თქმით აღნიშნული საკითხი მათ მთავრობის წარმომადგენლებთანაც დააყენეს.
 
"სამწუხაროდ, როდესაც ინვესტორი შემოდის ქვეყანაში მან ჯერ უნდა ასწავლოს დასაქმებულს, რადგან კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს. ჩვენ ამ საკითხზე საუბარი მთავრობასთანაც გვქონდა და მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღეთ ეკონომიკის მინისტრისგან.

ინვესტორებს საქართველოში შემოსვლა უნდათ, მაგრამ პირველ რიგში აინტერესებთ მუშახელი არის თუ არა, მაგრამ ეს არის სწორედ პრობლემა. ეს შეიძლება აფერხებდეს კიდეც ინვესტორების შემოსვლას ქვეყანაში. შესაძლოა ინვესტრი უცხოელი იყოს, მაგრამ მენეჯმენტი ქართველი უნდა იყოს", - განაცხადა ჩალიშქანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები