მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში იპოთეკური სესხები გაძვირდა - სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე

იპოთეკური სესხები ძვირდება. 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.08%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.28 პროცენტული პუნქტით მეტია.

კრედიტების გაძვირების ფონზე, მცირდება ახლად გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქართულმა ბანკებმა სულ 28,579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით, ანუ 4,076-ით არის შემცირებული. თუმცა, იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.5%-ით არის გაზრდილი. რა იწვევს განაკვეთების ზრდას და როგორ ფასდება ვითარება ბაზარზე?

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - პრეზიდენტი/საქართველოს საბანკო ასოციაცია

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები