მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები სოფლის მეურნეობაში"

5b5b4919c4a61
BM.GE
27.07.18 20:31
6790
საქართველოში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები სოფლის მეურნეობაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადმულია და გარკვეული შეღავათები უწესდებათ ნატურალური რძის პროდუქტების მწარმოებლებს.

“საქართველოს გახდება ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით სეროზული ნაბიჯების გადადგმა.

საქართველოში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები სოფლის მეურნეობაში, სადაც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე. ჩემი პირადი ამოცანაა, რომ გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას“,- აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, ის არ ეთანხმება ოპონენტების მოსაზრებას, რომ სოფლის მეურნეობაში უამრავი თანხაა დახარჯული, მაგრამ სექტორი არამომგებიანია. ბახტაძის განმარტებით, ის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ არის არა სოფლის მეურნეობა, არამედ ნატურალური წარმოება, ანუ როდესაც ფერმერი აწარმოებს საკვებს, რომელსაც თავად იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები