ისრაელის-სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ისრალის მაღალი ტექნოლოების სკოლა შემოდის. როგორც იციკ მოშე "ბიზნესკონტრაქტთან’’ აცხადებს, სპეციალისტები ქართულ მხარეს მაღალ ტექნოლოგიებს შესაწავლიან, რადგან ისრაელს ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. მხოლოდ იდეების გაყიდვით ქვეყანაში ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი შედის. იციკ მოშე ამბობს, რომ საქართველოს სტარტაპების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ანალოგად კი ქვეყანას ისრაელის მაგალითის გადმოტანა შეუძლია.
"ეს არის მომავლის ინსტიტუტი - "ათიდი". საუბარია, რომ ერთ წელიწადში შეასწავლონ ადამიანებს მაღალი ტექნოლოგიები. ეს არის პროგრამა, რომელსაც სხვა ქვეყნებში სჭირდება სამი წელი. საქართველოში ჩამოვლენ მასწავლებლები, რომლებიც ჩამოიტანენ ისრაელში არსებულ მეთოდებს და გამოცდილებას", - აცხადებს იციკ მოშე.
მისი თქმით, "ათიდთან’’ მოლაპარაკებები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დასრულდება.

























