მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში იტალიური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

5afa9fabc7b1a
თამუნა დემეტრაშვილი
15.05.18 12:47
571
ივნისში ქართველ მომხმარებელს იტალიური პროდუქციის გაცნობისა და შეძენის საშუალება ექნება. როგორც გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადა ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ყველა სახეობის პროდუქცია, დაწყებული საკვებით და კოსმეტიკით, დამთავრებული ტანსაცმლით, რასაც აქვს მარკა ,,made in Italy”. ,,იქნება ფასდაკლებები მთელი ივნისის განმავლობაში, ივნისი იტალიის თვეა, 2 ივნისს იტალიის ეროვნულ დღესასწაულს აღვნიშნავთ და სწორედ ამ დღეს დაემთხვევა აღნიშნული ინიციატივის დასაწყისი“-განაცხადა იტალიის ელჩმა.

მისი თქმით, იქნება სპეციალური ვებ და ფესბუქ-გვერდები, სადაც განთავსდება იმ მაღაზიების ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ ღონისძიებაში.

,,ძალიან ბევრი ქართული კომპანია გამთქვამს უკვე ჩართვის სურვილს, ასევე მზაობაა იტალიური კომპანიების მხიდანაც. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ მედლის ორივე მხარე, იქნება ეს მხატვრობა თუ სხვა კომერციული აქტივობა, რაც გვაქვს იტალიაში. ამაზე დაფუძნებით ჩვენ გვსურს განვავითაროთ ქართულ-იტალიური ურთიერთობები, მე მხარს ვუჭერ ვიზა ლიბერალიზაციას, იმიტომ რომ ეს არის შესანიშნავი საშუალება ორივე მხარისათვის რათა გაიცნოს ერთმანეთი“-აღნიშნა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები