მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დაფიქსირებული – 13 ოქტომბრის სტატისტიკა

5f85e7e568c25
თამთა ჯიჯავაძე
13.10.20 23:50
711
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ის 5 846 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 569 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 6 867-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 102-ს შეადგენს. მათ შორის 9 დღეს გარდაიცვალა.

NCDC-ის ცნობით, 13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 740 505 PCR ტესტია ჩატარებული. კარანტინის რეჟიმში - 5590 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1393 პაციენტი მკურნალობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები