ორი თვეა ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კვების სუბლიმირებული ხემსის ახალმა კომპანია Izy-მ დაიწყო ოპერირება, რომელიც მომხმარებელს ნოყიერ, ჯანსაღ, გემრიელ გაყინულ-გამომშრალ კერძებს სთავაზობს.
უახლოეს პერიოდში ასორტიმენტს დაემატება კიდევ 3 ძირითადი კერძი.კომპანიის შექმნის იდეასა და გეგმებზე „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, უილლიამ გრასმა ისაუბრა.
„ამ ეტაპზე წარმოდგენილი მენიუ მოიცავს ოთხ ძირითად კერძს: ქართული ლობიო შენელებული სუნელებით, კარტოფილის პიურე შებოლილი სულგუნით, გოგრის კრემსუპი და უკრაინული ბორში. უახლოეს პერიოდში ასორტიმენტს დაემატება კიდევ 3 ძირითადი კერძი. ჩვენი კერძები არის ვეგანური, ვეგეტარიანული და უგლუტეინო. ასევე გასაყიდად წარმოდგენილი გვაქვს შებოლილი ხრაშუნა სულგუნის ხემსი, ბანანის და ვაშლის სამი სახეობის ნაზავი (მწვანე ვაშლი "სმიტი", "გოლდენი" და წითელი ვაშლი "სტარტი"). აგრეთვე, მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ხილის ხემსის ფართო არჩევანს, რომელთა გაყიდვასაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, როგორიცაა: ჟოლო, გარგარი, ატამი, ნესვი და სხვა“. - აღნიშნა უილლიამ გრასმა.
რაც შეეხება წარმადობას, უილლიამ გრასის თქმით, ვინაიდან საქართველოში, ორი წელი მოანდომეს ამ საქმიანობის დანერგვას, თითოეული ინვენტარის იმპორტს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ასევე, ხანგრძლივი პროცესს მოიცავდა პროდუქციის ტესტირება, სურსათის სტანდარტის HACCP-ის დანერგვა და კარგი მომწოდებლის მოძიება. სწორედ, ამ ეტაპების გავლის შემდგომ, დღეს, უკვე მზად არის Izy-ის გუნდი მომხმარებელს შესთავაზოს სუბლიმირებული ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც გათვლილია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
„ამ ეტაპზე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსხვილ ქსელურ მაღაზიების ხელმძღვანელ პირებთან და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ISO22000 დანერგვას, რათა პროდუქციის ექსპორტი განვახორციელოთ.“ - ამბობს უილლიამ გრასი.
Izy -ს პროდუქტი, მათ შორის კერძები, ხემსები და სხვადასხვა სახეობის ხილი, დამზადებულია 100%-ით ნატურალური კომპონენტებით და ინგრედიენტებით, ყოველგვარი ხელოვნური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. წარმოებისთვის გამოიყენება 100%-ით ნატურალურ ხილს, ბოსტნეულს და სხვადასხვა სახის კენკრას, რომელიც საქართველოში ადგილობრივი ფერმერებისგან არის შეძენილი.
Izy -ს პროდუქციის ფასები 5 ლარიდან 17 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, Izy-ს საწარმომ ოპერირება 2024 წლის აპრილში თბილისში, კერძოდ მუხიანში დაიწყო.