მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კანაფის ზეთზე დამზადებული კოსმეტიკის წარმოებას გეგმავენ

5b9bd0bda9124
თამუნა ქემერტელიძე
15.09.18 11:00
1938
“Dr glonti”-ის ლაბორატორია კოსმეტიკაში კანაფის ზეთის გამოყენებას გეგმავს, - ამის შესახებ bmg-ს სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თიკა ღლონტმა განუცხადა. მისი თქმით, კომპანია უახლოეს მომავალში წარმოებაში ჩაუშვებს კანაფის ზეთზე დამზდებულ ქალისა და მამაკაცის კოსმეტკური ხაზის ნაწარმს, კერძოდ საუბარია, სახის, ტანის და თმის მოვლის საშუალებებზე.

“პროდუქცია გათვლილი მაქვს პრემიუმ კლასზე, როგორც ბიო პროდუქტი. ნატურალურ საშუალბებზე დამზადებული მზა პროდუქტი საკმაოდ ძვირი ჯდება. რაც შეეხება მის სარეალიზაციო ღირებულებას ზუსტ ციფრებს ახლა ვერ გეტყვით”-აცხადებს ღლონტი.

მისივე თქმით, პროდუქცია ბაზარზე 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდება. ამასთან, როგორც სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, სპეციალისტები, რომლებიც კანაფის ზეთს იკვლევენ, აცხადებენ, რომ კანაფის ზეთის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უდიდესი ნაწილის ნორმალიზებას.

“კანაფის ზეთი არის უნიკალური კვების პროდუქტი რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს მათ შორის ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს ოპტიმალური თანაფარდობით ასევე C, E, B6 ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს და მანგანუმს რომლებიც აუცილებელია თავის ტვინის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. მისი რეგულარული ჩართვა კვების რაციონში რეკომენდირებულია კიბოთი დაავადებულებისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესამცირებლად აგრეთვე ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, გულის იშემიით, თრომბოფლებიტით, მაღალი ქოლესტერინით და ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაავადებულებში. იგი გამოიყენება როგორც ეფექტური, აქტიური საშუალება ინსულტებისა და ინფარქტების სამკურნალოდ.

კანაფის ზეთი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას”-აცხადებს ღლონტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები