მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისაზე 823 ლარით მეტია - საქსტატი

gender-pay-gap

2024 წლის II კვარტალში საქართველოში საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ამის შესახებ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული.

II კვარტალის მონაცემებით, სქესის მიხედვით საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა კვლავ მაღალია და კაცები ქალებზე 823 ლარით მეტ საშუალო ანაზღაურებას იღებენ.

უფრო დეტალურად, აპრილ-ივნისში ქალების საშუალო ხელფასი წლიურად 153.1 ლარით (10.7%) გაიზარდა და 1 590.2 ლარი იყო, ხოლო კაცების კიდევ უფრო მეტად - 251.8 ლარით (11.7%) და 2 413.5 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები