KIABI საქართველოშია, წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდის პირველი მაღაზია East Point-ში ვიზიტორებს 20 აპრილიდან ელის. მაღაზია განთავსებულია 1160მ²-ზე და წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, აქსესუარების, შიდა თეთრეულისა და ფეხსაცმლის უახლესი კოლექციით. 20 აპრილიდან, ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აღმოაჩინოს და შეიძინოს თანამედროვე კოლექცია მთელი ოჯახისთვის, სხეულის ყველა ფორმისთვის და სტილისთვის, ხელმისაწვდომ ფასად. KIABI-ის საქართველოში ოპერირებას უწევს კომპანია GTEX, რომელიც საქართველოში წარმოადგენს 7 საერთაშორისო მოდისა და ავეჯის ინდუსტრიის ბრენდს და მართავს 30-ზე მეტ მაღაზიას 2007 წლიდან.
სტუმარი: ვერი ტაბიძე - Gtex-ის აღმასრულებელი დირექტორი;