საქართველოში რუსული ავიაკომპანია Pobeda შემოდის. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების მმართველი კომპანია Tav Georgia ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია ფრენებს 1 ნოემბრიდან დაიწყებს.
რუსული Pobeda-ს გარდა ქართულ ბაზარზე დამატებით 2 ავიაკომპანია შემოდის. Tav Georgia-ს ინფორმაციით, ბაზარზე შემოდიან თურქმენული Turkmenistan Airlines, რომელიც ფრენას 2 ნოემბერიდან დაიწყებს და უკრაინული DART Airlines Ukraine. უკრაინული კომპანია რეისებს 27 ნოემბრიდან შეასრულებს. კომპანიები რეგულარულ რეისებს როსტოვის, აშხაბადის და კიევის მიმართულებით შეასრულებენ.
რუსული კომპანიის ქართული ბაზრით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია ივლისში რუსულ მედიაში გავრცელდა. Pobeda მეოთხე რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოდის. ამ ეტაპზე ქართულ ავიაბაზარზე წარმოდგენილია სამი რუსული ავიაკომპანია – „აეროფლოტი,“ „სიბირი“ და “ურალის ავიახაზები“.

























