მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კიდევ ერთმა ამერიკულმა IT კომპანიამ დაიწყო ოპერირება - „აწარმოე საქართველოში“

634e9a9711314
BM.GE
18.10.22 17:24
630
Invest in Georgia-ს მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთმა ამერიკულმა IT კომპანიამ Combined Ratio Solutions დაიწყო ოპერირება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ამერიკული კომპანიის მმართველი გუნდი, მიმდინარე წელს იმყოფებოდა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, შეისწავლეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესგარემო და შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციასთან.

„სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ და ჩვენი სააგენტოს ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ საქმიანობის საქართველოში გაგრძელება და გაფართოება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე ამერიკული კომპანია საქართველოში 80-მდე ადამიანს დაასაქმებს“, - განაცხადა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

Combined Ratio Solutions საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს, კერძოდ კი, დაზღვევის სექტორში მომუშავე კომპანიებს IT მომსახურებას აწვდის. Combined Ratio Solutions-ში დასაქმებულთა რიცხვი 200 ადამიანს აჭარბებს, ხოლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მაიკს ჯოუნსის ცნობით, წლის ბოლომდე საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი 80-ს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები