გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით 1283-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი 10-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი.
კორონავირუსს ქვეყანაში ამ დრომდე ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, Stopcov.ge-ის მიხედვით:
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 7 718 ადამიანი;
სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 245 ადამიანი;
ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა - 41-ია პირი.

























