მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში კორუფცია იზრდება" - ოლეგ ოსინოვსკი

5ba8bf0d21047
ელენე ჩომახიძე
24.09.18 14:38
1594
ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის შეფასებით საქართველოში კორუფციის პრობლემა კვლავ აქტუალური ხდება. როგორც ოსინოვსკიმ bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, 10 წლის წინ ანუ მაშინ, როდესაც იგი საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას იწყებდა კორუფციულ გარიგებებზე საუბარს ვერავინ ბედავდა, მეტიც, აღნიშნულ თემაზე მინიშნებაც კი არ ყოფილა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან.

„ახლა ჩვენ ასეთი შეთავაზებების შესახებ გვესმის და თან აქტიურად. ჩემი აზრით საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი დღითიდღე იმატებს, თუმცა ცხადია მე ნულოვანი ტოლერანტობა მაქვს აღნიშნული საკითხის მიმართ და ასეთ დიალოგებსა თუ მოლაპარაკებებში არც კი ვიღებ მონაწილეობას. ეს ჩემთვის პრინციპის საკითხია, თუმცა ამით ფაქტი არ იცვლება“ - ამბობს ოლეგ ოსინოვსკი.

ესტონელმა ბიზნესმენმა 3 წლის წინ სოფელ თელეთში საქართველოში ყველაზე დიდი გოლფის მოედნის მშენებლობის პროექტი დაიწყო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდი ევროა და მისი პირველი ეტაპი გასულ კვირას დასრულდა. სწორედ აღნიშნულ პრეზენტაციაზე ისაუბრა ბიზნესმენმა საქართველოში შეცვლილ საინვესტიციო გარემოზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები