მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კოსმეტიკური ნაწარმის იმპორტი 17%-ით გაიზარდა - ვინ არის მთავარი შემომტანი?

კოსმეტიკა

საქართველოში კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი იზრდება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 2 483 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რომლის ღირებულებაც $69.4 მილიონს შეადგენს.

შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ პროდუქციის იმპორტი $59.3 მილიონს და 2 103 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, კოსმეტიკური საშუალებების იმპორტის ღირებულება 16.9%-ით, ხოლო მოცულობა 18%-ით გაიზარდა.

კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი მიხედვით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა კვლავ საფრანგეთია - 9 თვეში საქართველომ 286 ტონა ფრანგულ პროდუქციაში $17 მილიონი გადაიხადა.

კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების ტოპ-10 საიმპორტო ქვეყანა კი შემდეგია:

  1. საფრანგეთი – $17 მლნ, 286 ტონა;
  2. კორეა – $6.1 მლნ, 137 ტონა;
  3. პოლონეთი – $5.5 მლნ, 343 ტონა;
  4. აშშ – $5.2 მლნ, 71 ტონა;
  5. იტალია – $5 მლნ, 72 ტონა;
  6. გერმანია – $4.6 მლნ, 156 ტონა;
  7. ესპანეთი – $4.1 მლნ, 193 ტონა;
  8. რუსეთი – $2.7 მლნ, 172 ტონა;
  9. ჩინეთი – $2.5 მლნ, 392 ტონა;
  10. თურქეთი – $2.4 მლნ, 203 ტონა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართულ ბაზარზე იზრდება როგორც ევროპული, ისე აზიური კოსმეტიკური ბრენდების წილი, რაც მომხმარებელთა ინტერესის ზრდას და ინდუსტრიის დივერსიფიკაციას ადასტურებს.

BM.GE-მ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოდან იმ კომპანიების TOP-10 გამოითხოვა, რომლებსაც საქართველოში კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებები შემოაქვთ.

  • სს გეფა;
  • შპს ავერსი-ფარმა;
  • შპს აკადემი გრუპ;
  • შპს აპტოს;
  • შპს ივერია ფრანსი;
  • შპს ნავნე;
  • შპს პრესტიჟი;
  • შპს პსპ ფარმა;
  • შპს ფეშენ რითეილ ჯორჯია;
  • შპს ჯი დი სი სი.

[შენიშვნა: იმპორტიორები არ არიან რეიტინგის მიხედვით დალაგებული]

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების ექსპორტმა $11.9 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. თუმცა, მოცულობის მხრივ ზრდა გვაქვს, კერძოდ, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 139 ტონა პროდუქცია გავიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 260 ტონა.

კოსმეტიკური ნაწარმის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნებია:

  1. ლიეტუვა – $1.9 მლნ, 14 ტონა;
  2. სომხეთი – $1.6 მლნ, 52 ტონა;
  3. ჰონკონგი – $1.5 მლნ, 7 ტონა;
  4. აზერბაიჯანი – $1.2 მლნ, 7 ტონა;
  5. აშშ – $1.1 მლნ, 14 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები