მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კურსდამთავრებული ექიმების რაოდენობა ევროპისაზე 2-ჯერ მეტია

5aa58969247eb
BM.GE
12.03.18 09:30
1397
საქართველოში ავტორიზებული 75 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ჯანდაცვის და სამედიცინო პროგრამებს ახორციელებს 25 დაწესებულება, მათგან 15 დაწესებულება ახორციელებს “დიპლომირებული მედიკოსის“ 6-წლიან სასწავლო პროგრამას 5 დაწესებულება ახორციელებს საბაკალავრო პროგრამას ექთნებისთვის 20 პროფესიული კოლეჯი ახორციელებს პრაქტიკოსი ექთნის პროგრამას.

კურაციოს ჯანდაცვის ბარომეტრის მიხედვით, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა 2016 წელს დაამთავრა 684-მა ქართველმა სტუდენტმა. 100,000 მოსახლეზე ახალი კურსდამთავრებული ექიმების რაოდენობა 2-ჯერ აღემატება ევროპის და დსთ-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები