„საქართველოში კიბერდანაშაულის გაორმაგება რამდენიმე ფატორით არის განპირობებული: კრიმინალის მომძლავრების პირველი მიზეზი, ბიზნეს-პროცესების მზარდი კომპიუტერიზაციაა, შესაბამისად კრიმინალი ვირტუალურ სივრცეში ინაცვლებს. მეორე მხრივ, იზრდება ამ ტიპის დანაშაულის გამოვლენა, რადგან ბიზნესი უფრო მეტ დროს კიბერუსაფრთხოებას უთმობს და მეტ რესურსს ხარჯავენ ამ მიმართულებით. რიგით მესამე მიზეზი კი, არაკვალიფიციური IT-სპეციალისტებისა“, - თემაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, კიბერუსაფრთხოების კონსულტანტმა ანდრო გოცირიძემ, გადაცემა საქმიან დილაში ისაუბრა.
„დღესდღეობით საბანკო მონაცემების მოპარვას, პირადი მონაცემების ქურდობა უსწრებს, ე.წ. საიდენტიფიკაციო მონაცემების თაღლითობა და ასევე ხშირია ჯანდაცვის მონაცემებით არალეგალური ვაჭრობა. ხოლო იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოება, პირველ რიგში ბიზნეს-კომპანიებს, ბანკებსა თუ სხვა ორგანიზაციებს, ტექნიკური უზრუნველყოფა სჭრდებათ, თუმცა მრავალმილიონიანი ტექნიკური საშუალებების პირობებშიც კი, თუ მენეჯმენტი არ არის შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, თუ როგორ უნდა მართოს სამსახურეობრივი ქსელი და სენსიტიური ინფორმაცია, დიდი ალბათობით კიბერთავდასხმისგან მსხვვერპლი გახდება.“ -აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.
მან ასევე შეაფასა საქართველოს მდგომარეობა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველოში კვალიფიციური IT-სპეციალისტების ნაკლებობაა და კიბერშეტევების მზარდი ტენდეცია ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის როგორც კერძო კომპანიებს, ასევე თავად ქვეყნის ეკონომიკას.

























