საქართველოში ლატარიას კომპანია „ჯი ენ ელ“-ი ჩაატარებს. აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში.
კომპანია „ჯი ენ ელ“-ის დირექტორი ლევან ხუნდაძეა. მის 25%-ს სააქციო საზოგადოება „New Games, ბულგარეთი“ ფლობს. კომპანია 2016 წელსაა რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზება-ჩატარების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ ტენდერი 2016 წლის 12 დეკემბერს გაიმართა.
"საქართველოს ლატარიის კომპანია" ბოლო გათამაშებას 1 სექტემბერს გამართავს.

























