გამომდინარე იქიდან, რომ „ლექსუსი“ უკვე დიდი ხანია, ქართველი მძღოლების რჩეულ ბრენდად ითვლება,კომპანიამ გადაწყვიტა, საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი ჰყოლოდა. შესაბამისად, არსებულ და პოტენციურ კლიენტებს მალე საშუალება ექნებათ, „ლექსუსის“ ოფიციალური პროდუქცია უკვე უშუალო დილერისგან, თბილისშივე შეიძინონ.
„ლექსუს თბილისი“ 10 ოქტომბერს, აღმაშენებლის ხეივნის 160 ნომერში გაიხსნება და მომხმარებლებს ისეთ მოდელებს წარუდგენს, როგორებიცაა: კროსოვერები - NX და RX, სედანები - ES და LS, მაღალი გამავლობის ავტომობილები - GX და LX და კუპე - LC. მათ შორის NX, RX, LS და LC ჰიბრიდული ძრავებითაც იქნება ხელმისაწვდომი. იქვე იქნება განთავსებული „ლექსუსის“ სერვისცენტრიც, სადაც მსურველებს გამოცდილი პროფესიონალები მოემსახურებიან.
ლაშა ლომიძე, „ლექსუს თბილისის“ გენერალური მენეჯერი: „ლექსუსი“ არის ბრენდი მათთვის, ვისთვისაც სტილი და ხარისხი თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი მომხმარებლები მანქანის მართვით სრულყოფილ სიამოვნებას იღებენ და თავადვე აღნიშნავენ, რომ კომფორტი, რომელსაც ის უქმნით, შეუცვლელია. გვიხარია, რომ საქართველოს „ლექსუსის“ ოფიციალური დილერი ეყოლება და ქართველი მომხმარებლები ჩვენი ბრენდის პროდუქციის შეძენას უშუალო წარმომადგენლისგან შეძლებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.“
„ლექსუსი“ იაპონური ბრენდია, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. დაარსების დღიდან ლექსუსი ორიენტირებულია არა უბრალოდ ავტომობილების წარმოებაზე, არამედ ახალი და განსხვავებული ცხოვრების სტილის შექმნაზე. ეს დამოკიდებულება ნათლად ჩანს როგორც ავტომობილის დეტალებში, ასევე იმ მიდგომაში, რომელიც მომხარებელს შოურუმში მოხვედრისთანავე ხვდება.
დღეს „ლექსუსი“ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
(R)