მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების განთავსება პრიორიტეტულობას კარგავს"

5b9cd9b836668
მაია ბიწაძე
17.09.18 09:00
1496
საქართველოში „ლოგისტიკური ცენტრების“ განთავსება პრიორიტეტს კარგავს, ამის შესახებ ამის შესახებ Bm.ge-ს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დამფუძნებელმა, HUB Georgias-ს ექსპერტმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა.

,, საქართველოზე გამავალი დერეფნის სარულფასოვანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, ტვირთნაკადების შეკრებისა და განაწილების ადგილებში ლოგისტიკური ცენტრების არსებობა. რეგიონში, საქართველო ნელ - ნელა კარგავს HUB-ის ფუნქციას, რისი ნათელი დადასტურებაა, აგვისტოში, აზერბაიჯანში ბაქოსთან ახლოს, წელიწადში 11 მლნ ტონა სიმძლავრის „აბშერონის“ ლოგისტიკური ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვება”, - ამბობს ცაგარეიშვილი.

მისი განმარტებით, „აბშერონის“ ლოგისტიკური ცენტრი, სარკინიგზო ხაზითაა დაკავშირებული ბაქო - თბილისი - ყარსის, ბაქო - ასტარა (ირანი), ალიატ - იალამა (რუსეთი) მიმართულებებთან, რაც საშუალებას იძლევა გადაზიდვები განხორციელდეს თურქეთის, საქართველოს, ირანის, რუსეთის, ყაზახეთის და თურქმენეთის მიმართულებით.
„ამის შედეგად, აზერბაიჯანი ფაქტიურად, როგორც ჩრდილოეთ - სამხრეთ, ასევე აღმოსავლეთ - დასავლეთ სატრანსპორტო დერეფნების გზაჯვარედინად წარმოჩინდება“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

ექსპერტის განმარტებით, „აბშერონის“ ლოგისტიკური ცენტრი, განკუთვნილია 2 400 კონტეინერის განსათავსებლად, გააჩნია 8 100 მ2 საწყობები, ახალ სარკინიგზო კვანძს შეუძლია წელიწადში 3.5 მლნ ტონა ტვირთის გატარება და 125 000 სატვირთო ავტომობილის (წელიწადში 2 მლნ ტონა) დამუშავება.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული პრიორიტეტის დათმობა, საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან ფინასურ დანაკარგს წარმოადგენს, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან, დამატებითი განმარტებები, რით არის განპირობებული უცხოელი კომპანიების მხრიდან, ქვეყნისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების მიმართ, ინერტული დამოკიდებულება. ცნობისათვის, თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განთავსებაზე ინტერსესთა გამოხატვის ბოლო ვადა 2018 წლის 15 იანვარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები