მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ლუდის იმპორტი იზრდება

5a93dd354b49c
მაია ბიწაძე
26.02.18 14:29
1669
საქართველოში ლუდის იმპორტი ბოლო ხუთი წლის მანძილზე თითქმის გაორმაგებულია. როგორც Bm.ge-ს "საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან" აცნობეს, 2017 წელს, 2013 წელთან შარებით, ლუდის იმპორტი 45%-ით გაიზარდა და ჯამში 11,3 მილიონი ლიტრი შეადგინა, მაშინ როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებელი 7,8 მილიონ ლიტრს უდრიდა.

თუ შევადარებთ 2017 წელს 2016 წლის მაჩვენებელს, ლუდის იმპორტი 38%-ით გაიზარდა, 2016 წელს ქვეყანაში 8,2 მილიონი ლიტრი ლუდის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეხება იმპორტის მონაცემებს ფულად გამოსახულებაში, "საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" ინფორმაციით, ლუდის იმპორტის ზრდამ ბოლო ხუთ წელში 35% შეადგინა და 2017 წელს ქვეყანაში სულ 10 მილიონი ლარის ღირებულების ლუდი შემოვიდა, 2013 წელს კი 7,4 მილიონი ლარის.

2016 წელთან შედარებით კი გასულ წელს 43% -ით მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. კერძოდ, თუ 2017 წელს ქვეყანაში 10 მილიონი ლარის ღირებულების ლუდი შემოიტანეს, 2016 წელს ამ მაჩენებელმა 7 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები