მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ლუდის ინდუსტრია იზრდება - რა შედეგები აქვს სექტორს?

საქართველოში ლუდის სექტორი იზრდება და ამაზე მათი მხრიდან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობაც მეტყველებს. მიმდინარე წლის 8 თვეში ბიუჯეტმა ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული ლუდის აქციზიდან 52 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3 მილიონით აჭარბებს. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა. წლის პირველ 8 თვეში ლუდის სექტორმა ადგილობრივი წარმოების ლუდის აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში 46 მილიონ ლარამდე შეიტანა, 6 მილიონ ლარამდე შევიდა იმპორტირებული ლუდის აქციზიდან. თავად ამ სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლუდის მოხმარების ზრდასთან ერთად ინდუსტრიაც იზრდება.

სტუმარი:

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები