მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ლუდის მოხმარებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 141 მლნ ლიტრს მიაღწია - TBC Capital

ლუდი

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული.

მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა, მოხმარების 84% კი ადგილობრივ ლუდზე მოდიოდა.

ლუდის მოხმარება საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ბოლო 5 წელში 21%-ით გაიზარდა და გასულ წელს 44 ლიტრი იყო.

ამასთან, თიბისი კაპიტალში აღნიშნავენ, რომ ლუდის გაყიდვების ძირითადი არხები, FMCG და HORECA სექტორები, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ზრდის ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.

მიწოდების მხრივ, ადგილობრივი ლუდის წარმოება ზედიზედ მეორე წელს შემცირდა და 2025 წელს 114 მლნ ლიტრი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ფასების ზრდამ სექტორის შემოსავლების გაზრდას ხელი შეუწყო და ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება.

საქართველოში ასევე მნიშვნელოვნადაა განვითარებული უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია და 2025 წელს ქვეყანაში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოვა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორი სულ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ხდება - 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 162 მილიონ ლიტრს მიაღწია და ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია გააგრძელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები