მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში მალე „ბასკინ რობინსის“ 20-ზე მეტი ობიექტი გაიხსნება“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე

60a2c01ebfa51
მარიამ იზორია
17.05.21 23:05
1011
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, საქართველოში უახლოეს მომავალში ამერიკული ნაყინის ბრენდის, „ბასკინ რობინსის“ 20-ზე მეტი ობიექტი გაიხსნება.

„ამერიკული ნაყინის ბრენდის „ბასკინ რობინსის“ საქართველოში შემოსვლაში თიბისი ლიზინგმა აქტიური მონაწილეობა მიიღო, დღეს პირველი ობიექტის გახსნის დღეა, თუმცა, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, საქართველოში მოკლე პერიოდში 20-ზე მეტი „ბასკინ რობინსის“ ფილიალი გაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ბრენდი საქართველოში უფრო მეტად პოპულარული გახდება“ - აღნიშნავს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის: "ბასკინ რობინსი" ოფიციალური წარმომადგენლობით საქართველოში 90-იან წლებში ოპერირებდა, თუმცა, შემდეგ დაიხურა. ახლა კი ამერიკული ნაყინის ბრენდი საქართველოში დაბრუნდა. პირველი კაფე ჭავჭავაძის #17 ნომერში გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები