მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მალე პირველი, ლეგალური ონლაინ კინოთეატრი Cavea+ გამოჩნდება

62daad8a82cf1
მარიამ იზორია
23.07.22 00:00
7584
საქართველოში მალე პირველი ქართული, ლეგალური ონლაინ კინოთეატრი გამოჩნდება. საუბარია Cavea-ს პროექტ "cavea+“-ზე, რომელზეც მომხმარებელი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კინო მწარმოებლების პროდუქტს ლეგალურად ნახავს.

როგორც „Cavea+”-ის ხელმძღვანელი სალომე კუპრაშვილი bm.ge-სთან განმარტავს, პლატფორმაზე სტრიმინგი მხოლოდ ფასიანი არ იქნება და მომხმარებელი ფილმებისა და სერიალების გარკვეული ნაწილის ნახვას კვლავ უფასოდ შეძლებს.

„Cavea+”-ის ხელმძღვანელი ასეთი პლატფორმების განვითარების პროცესში მთავარ გამოწვევად მეკობრეობას მიიჩნევს, რომელიც საქართველოში თითქმის 100%-ს აღწევს. მისი თქმით, ლეგალური მედიის, მათ შორის „Cavea+”-ის განვითარებისთვის მეკობრე საიტების დარეგულირება აუცელებელი წინაპირობაა.

„Cavea+ საქართველოში ყველა ლეგალური მედიის განვითარებას და ინტერნეტ ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.ჰგონიათ, რომ ლეგალურობა ნიშნავს იმას, რომ სტრიმინგი ფასიანი იქნება, მაგრამ "Cavea+" -ზე ფილმებისა და სერიალების გარკვეული ნაწილი კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება, ნაწილი კი ფასიანი იქნება და მომხმარებელს თვიური გადასახადი ექნება. აქამდე მაყურებელს არ შეეძლო, რომ ფილმი კინოთეატრის გარდა, სადმე ლეგალურად ენახა, ეს კი სრულყოფილთან მიახლოებული ფილმოთეკა იქნება, სადაც როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კინომწარმოებლების ნამუშევრები მოიყრის თავს.

მეკობრეობა დღეს ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორია ლეგალური მედიის განვითარებისთვის და, ცხადია, Cavea+ არსებობისას აუცილებელი წინაპირობაა შეიზღუდოს, დარეგულირდეს მეკობრე საიტები“ - აღნიშნავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები