მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მასწავლებლის ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს - IDFI

6102d23829806
თამთა ჯიჯავაძე
29.07.21 21:40
1293
საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს და მასწავლებლის პროფესია უფრო ნაკლებად მიმზიდველია. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც განათლების სექტორს ეხება.

მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში მასწავლებლების რაოდენობა მცირდება და საშუალო ასაკი იზრდება.

IDFI წერს, რომ სექტორის ზოგადი გამოწვევები მოიცავს: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდას და დაბალ ხელფასებს, რაც მასწავლებლობის როგორც პროფესიის მიმზიდველობას ამცირებს. დღეისათვის არსებული გამოწვევებია სკოლების დაბალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაცია. გარდა ამისა, სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და არ აქვს წვდომა შესაბამის ლიტერატურასთან და სასწავლო მასალებთან. ასევე, COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და შესაბამისმა უსაფრთხოების წესებმა გამოიწვია სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის შემცირება რაც უარყოფითად აისახა სასწავლო პროცესის ეფექტიანობაზე.

„განათლების სექტორში სტრატეგიული დაგეგმვა აუცილებელია, რადგან განათლება ადამიანურ კაპიტალში მნიშვნელოვანი ინვესტიციაა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. განათლება აუცილებელია, როგორც ფინანსური სტაბილურობის, ასევე სოციალური უზრუნველყოფისა და ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად. განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და საგანმანათლებლო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისთვის მაღალი ხარისხის მდგრადი შედეგების მიღების შესაძლებლობას“, - წერია IDFI-ს ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები