მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში ბევრი ქალია წარმოდგენილი, რაც შთამბეჭდავია"

5af6c534d2328
მაია ბიწაძე
12.05.18 17:00
715
საქართველო არის ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანა გენდერული მიმართულებით,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა გადაცემა “ქალების ნარატივში“ განაცხადა.

"როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ უმაღლეს განათლებაში ქალების წილი ძალიან დიდია, რაც არ ხდება ბევრ ქვეყანაში და დასაქმებულ ქალთა რაოდენობაც არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, ჩემი შემდეგი ინტერესის სფერო არის, ქალთა როლი ეკონომიკაში. მე ვხედავ, რომ ძალიან დიდი რაოდენობით არიან ისინი წარმოდგენილნი მცირე და საშუალო ბიზნესში, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამის გაკეთება არის საჭირო, თუნდაც პარლამენტში ქალთა წვლილის შეტანის მხრივ და ეს იქნება ჩემთვის შემდეგი ინტერესის სფერო საქართველოში“ ,- განაცხადა მერსი ტემბონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები