მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მეორადი ავტომობილები ძვირდება - რა გავლენა აქვს აშშ-ს ტარიფებს ავტობაზარზე?

აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმების გავლენის ეფექტებზე დეტალურად გადაცემის შემდეგ ნაწილში კიდევ ვისაუბრებთ და იქამდე საქართველოს კონტექსტში მის გავლენებზე ეროვნული ბანკის ანალიტიკას გადავხედოთ. ცენტრალური ბანკი ანგარიშში წერს, რომ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკით საქართველომ ყველაზე დიდი პირდაპირი გავლენა შესაძლოა მსუბუქი ავტომობილების ბაზრიდან მიიღოს. სებ-ის შეფასებით, იმ დაშვებით, თუ 25%-იანი ტარიფები სამომხმარებლო ფასებს სრულად გადაეცემა, აშშ-დან საქართველოში ავტომობილების იმპორტი დაახლოებით 10.7%-ით შემცირდება, რაც საქართველოდან ამ პროდუქციის რეექსპორტსაც შეამცირებს. ავტოიმპორტიორი კომპანიების ნაწილში კი აცხადებენ, რომ ტრამპის ტარიფებმა საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული მეორადი ავტომობილები უკვე გააძვირა. როგორ აისახება აშშ-ს 25%-იანი ტარიფები დღეისათვის ავტომობილებით ვაჭრობის ბაზარზე და როგორია მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები