მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მეორე Seed Forum საინვესტიციო კონფერენცია ჩატარდება

573b1c054955a
BM.GE
17.05.16 17:23
1672
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი - IHUB თბილისი უკვე მეორედ აძლევს დამწყებ ბიზნესმენებს დაფინანსების მოპოვებისა და პროდუქტის საზღვარგარეთ გატანის საშუალებას.
 
"2015 წლის დეკემბერში IHUB-ის ორგანიზებით საქართველოში პირველი Seed Forum კონფერენცია ჩატარდა. საუკეთესო ექვი სტარტაპი მსოფლიოს ხუთ ქალაქში - დუბაიში, ტალინში, სინგაპურსა და ნიუ-იორკში გაემგზავრა და თავისი ინოვაციური იდეები უცხოელ ინვესტორებს წარუდგინა". - ამბობს ილია ღლონტი, IHUB თბილისის აღმასრულებელი დირექტორი.

ორგანიზაციის თანამშრომლები ახლა უკვე მეორე კონფერენციისთვის მზადების პროცესში არიან და ირწმუნებიან, რომ მეორე Seed Forum პირველზე გაცილებით წარმატებული იქნება.

"გასულ წელთან შედარებით ახლა ჩვენს გუნდს გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. პირველი კონფერენციიდან გასულ დროში მოვახერხეთ ჩვენ შესახებ ცნობადობის ამაღლება საზოგადოების დიდ ნაწილში. გავცდით საქართველოს ფარგლებსაც. კონფერენციაზე კიდევ უფრო მეტ სტარტაპსა და ინვესტორს ველით. იქნებიან დამწყები ბიზნესმენები ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, ღირსეული დახვედრის პირობას ვდებთ“, - ამბობს IHUB-ის მარკეტინგის მენეჯერი, რამაზ გეთიაშვილი.

მეორე Seed Forum კონფერენცია 2016 წლის 24 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება. ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპ -კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, წარდგნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე და მოიპოვონ დაფინანსება. ამჯერად გამოვლინდება ორი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც ბიზნეს იდეის უცხოელი ინვესტორებისთვის წარსადგენად გაემგზავრებიან შემდეგი ქალაქებიდან ერთ-ერთში: ნიუ-იორკი, ოსლო, სინგაპური, დუბაი.

"21 მაისს კომპანიებს ჩაუტარდებათ Investor Pitching Training, სადაც მიიღებენ ცოდნას, თუ როგორ უნდა წარადგინონ ბიზნეს - იდეა ინვესტორების წინაშე და მოამზადებენ კონფერენციაზე წარსადგენ სიტყვას". - განმარტავს რამაზ გეთიაშვილი.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები