მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მერვე წელია ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორშია

642ad35e284ba
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.23 19:00
960
საქართველოში ეკონომიკის 20 სექტორს შორის, ყველაზე დაბალი საშუალო ანაზღაურება ზედიზედ მერვე წელია განათლების სექტორშია.

საქსტატის თანახმად, განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 1,006 ლარია, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებული საშუალო ანაზღაურება ამაზე 76%-ით მეტი იყო და 1,774 ლარს შეადგენდა.

განათლების სექტორში არის უფრო დაბალი ხელფასები, ვიდრე სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვის თუ ლოგისტიკის სექტორებში.

საქართველოს სკოლებში სულ 62 ათასი პედაგოგი, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში 10 ათასი პროფესორ მასწავლებელია. დაბალი საშუალო ანაზღაურება სავარაუდოდ, ზოგადი განათლების სექტორში, პედაგოგთა ხელფასებს უკავშირდება.

რაც შეეხება ყველაზე მაღალ ანაზღაურებას, ის კომუნიკაციებისა და IT სექტორშია, და 2022 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით 3,673 ლარს შეადგენს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები