"ნახევარი მგზავრი საქართველოს მასშტაბით ე.წ. „ხიშნიკებს“ გადაჰყავს”- ამის შესახებ დიდუბის ავტოვაგზლის გენერალურმა დირექტორმა ნესტორ მიქატაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. მთავარ პრობლემას დიდუბის ავტოვაგზალის გენერალური დირექტორის თქმით, სწორედ ის მძღოლები წარმოადგენენ, რომლებიც არცერთ ავტოსადგურს არ განეკუთვნებიან. ამ მძღოლების გაკონტროლება აღნიშნული კანონმდებლობით ვერ ხერხდება შესაბამისად წარმოიშვება პრობლემები. მგზავრებს კარგავენ ავტოსადგურები და იმის გათვალისწინებით რომ ისინი არ იხდიან გადასახადებს თანხებს კარგავს ბიუჯეტიც.
„ნახევარი მგზავრი გადაჰყავს საქართველოს მასშტაბით ხიშნიკებს. ისინი არც საგადასახადო აღრიცხვაზე არიან, არც ბიუჯეტში იხდიან თანხას, არც ტრანსპორტი ჰყავთ რეგისტრირებული. ამ ფულს კარგავს პირველ რიგში ავტოსაგურების და რაც მთავარია ბიუჯეტი”, - აცხადებს ნესტორ მიქატაძე დიდუბის ავტოვაგზლის გენერალური დირექტორი.

























