სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 17:15 საათზე 3.8 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ საკიროსთან იყო.
მიწისძვრის შედეგების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.