საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწყაროდან 9 კილომეტრში, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.