დღეს, თბილისის დროით 16:23-ზე, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სეისმური აქტივობის ეპიცენტრი თბილისიდან 49 კმ-ში, ქალაქ დმანისიდან კი სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში, სოფელი მამიშლო იყო. მიწისძვრის სიღრმე 15 კმ-ზე დაფიქსირდა.


























