მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მიწების რეგისტრაციის საკითხი კუს ნაბიჯებით მიდის - გიგლა მიქაუტაძე

60a62f4556872
ინგა მურუსიძე
20.05.21 22:14
719
პარლამენტში ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენლის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოში მიწების რეგისტრაციის პროცესი კუს ნაბიჯებით მიდის. განცხადება მან ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„მუდმივად მიდის საუბარი მიწების სისტემურ რეგისტრაციაზე. ეს ვერ მოხერხდა მიუხედავად იმისა, რომ დონორთა ფულიც იყო. ძალიან კუს ნაბიჯებით მიდის პროცესი. ზუსტად გასული წლის მაისში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მილიონ 200 ათასი ჰექტრის რეგისტრაცია მოხდება. ერთი წელი გავიდა. თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენი დარეგისტრირდა? ვფიქრობ, ეს რიცხვები თავიდანვე შეუძლებელი იყო, რადგან ამდენი მიწის აზომვა, გაფორმება ძალიან რთულია. ვფიქრობთ, ამაზე სერიოზული საპარლამენტო კონტროლი უნდა იყოს და თუ ისევ შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი გაგრძელდა სამინისტროებთან მუშაობა, ეს პროცესი 20-30 წელი არ დასრულდება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, ფრაქცია „ლელო“ საკითხის განხილვაში და საპარლამენტო ზედამხედველობოს პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები