მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში მოგზაურობა ბუნდოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული” - რას ითხოვენ ტურისტული კომპანიები?

60ad2d719f901
ანუკა ჯოხაძე
26.05.21 00:00
1005
1 ივნისიდან საქართველო ტურისტებისთვის სახმელეთო საზღვრებს ხსნის. ტურისტების ნაკადების მისაღებად ქვეყანა მზაობას გამოთქვამს, თუმცა დღემდე უცნობია, როგორ იქცევა ტურისტი იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ დაინფიცირდება.

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციაა ტურისტებმა საზღვრის გადმოკვეთისას ჯანმრთელობის დაზღვევა თან იქონიონ, თუმცა როგორც სადაზღვევო კომპანიები ამბობენ, სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტებში ხშირ შემთხვევაში პანდემიის გამოწვეული ხარჯები გათვალისწინებული არ არის.

კოვიდ-დაზღვევაზე მუშაობა მთავრობამ სადაზღვევო ინდუსტრიასთან 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. სავალდებულო კოვიდ-დაზღვევაზე საუბრობდნენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც. "იბერია ტურს პლუსის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ მათ დღესაც არ აქვთ პასუხი თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქვეყანაში ტურისტებისთვის პანდემიით გამოწვეული რისკების დაზღვევა. მისი თქმით, თუ ტურისტული ნაკადების მიღებაზე მზაობას გამოვთქვამთ, ამ მიმართულებით პროცესები უნდა დაჩქარდეს.

“ჯანმრთელობის ზიანით გამოწვეულ ხარჯებთან ერთად არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ტურისტი შეაფერხოს. ჯგუფის წევრი ან ტურისტი, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში სამოგზაუროდ მას ორმხრივი ბილეთი აქვს ნაყიდი. თუმცა იმ შემთხვევაში თუ მას კოვიდ-19 უკვე საქართველოში უდგინდება, მას უკანა გზის ბილეთიც უფუჭდება. ფაქტობრივად, ადამიანი მოდის საკუთარი რისკებით, რომელიც ბუნდოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს კი ძალიან აფერხებს მასობრივ ტურიზმს ქვეყანაში. ჩვენ თუ გვინდა გადავიდეთ შედარებით მაღალმხარჯველი ტურისტების სეგმენტზე და მივიღოთ ტურისტების დიდი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტი თანხების შემომტანები არიან, როგორც სასტუმროებისთვის ისე ქვეყნის ბიუჯეტისთვის, უპირობოდ აუცილებელია რომ კოვიდ-დაზღვევა იყოს შეთავაზებული", - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები