მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მოქმედი 10 ბიზნეს-გაერთიანება ვანო მაჭავარიანს ერთობლივი წერილით მიმართავს

5cffb839d2f06
თელარა გელანტია
11.06.19 18:23
1688
ხვალ, 10:00 საათზე საქართველოში მოქმედი 10 ბიზნეს-გაერთიანება ერთობლივი წერილით მიმართავს ფინანსთა მინისტრს.

საქმე ეხება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, იმპორტიორი კომპანიებისთვის მთელი რიგი შეღავათები უქმდება.

„მიმართვის მიზანია, ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაკეთდეს ოფიციალური და საჯარო განმარტებები მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ჯერჯერობით მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ხდება“, - აცხადებენ ბიზნეს გაერთიანებები.

ასოციაციის წარმომადგენლები დამატებით კომენტარებს ფინანსთა სამინისტროსთან გააკეთებენ; ხვალვე გავრცელდება მიმართვის ტექსტიც.

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, 10 ბიზნეს-გაერთიანებას შორისაა: გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პალატა, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, საქრათველო-შევიცარიის ბიზნეს-საბჭო და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები