მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლება, შესაძლოა ერთ კომპანიას მიენიჭოს

5915baff6cbd7
ნინო კვინტრაძე
12.05.17 17:37
1571
საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლება, შესაძლოა ერთ კომპანიას მიენიჭოს. Media Rights Georgia ახლადშექმნილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაახლოებით 2 კვირის წინ დარეგისტრირდა. MRG-მ უკვე მიმართა საკაბელო კომპანიებს წერილით, რომ 1 ივნისიდან ტელეარხების: იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, GDS, კომერდი არხი, მარაო, - რეტრანსლირების უფლება მათ შესაძლოა შეუჩერდეთ, თუ ნებართვის მისაღებად MRG-ს არ მიმართავენ.

კომპანია "სილქნეტში“ "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობენ, რომ ნებართვის მისაღებად MRG-ის წერილის მიხედვით, 20 მაისამდე უნდა მიმართონ, თუმცა მათთვის არც პირობების და ზოგადად არც ამ კომპანიის ისტორიის შესახებ ცნობილი არაა.

„ეს კომპანია ჩვენთვის უცნობია, არ ვიცით ვინ არიან. სწორედ ამიტომ მივმართთეთ აღნიშნულ 6 მაუწყებელს. ამ არხებთან ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული და ამიტომ მსგავსი წერილის მიღება მოულოდნელი იყო“, - აცხადებენ სილქნეტში და განმარტავენ, რომ აღნიშნული 6 არხის რეტრანსლირებაზე ყოველწლიურად იდება ხელშეკრულება, მათ გაუქმებაზე კი მაუწყებლებს არ მიუმართავთ.

MRG-სგან წერილი საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა საკაბელო ოპერატორმა მიიღო. საკაბელოთა ასოციაციამ კი განცხადებით საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა. ასოციაციაში განმარტავენ, რომ 1 კომპანიის მიერ 6 არხის რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლება სააბონენტო გადასახადს გაზრდის, თავისუფალი კონკურენციის პირობებს კი შეზღუდავს. კომისიაში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ ასოციაციის განცხადების შესწავლა უკვე დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები