საქართველოში 15 წელს ზემოთ მოსახლეობის 79%-ს აქვს საბანკო ანგარიში - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ამ მაჩვენებლით საქართველო 54 ქვეყანას ჩამორჩება. მათ შორის სამხრეთ აფრიკას, კენიას, ტაილანდს, ინდოეთს. ამასთან, მსოფლიო ბანკის თანახმად, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში როგორც წესი საბანკო დაფარვა მოსახლეობის 90%-ს აღემატება.
მსოფოიო ბანკის კვლევა სამ ძირითად ინდიკატორს აღრიცხავს - ესენია საბანკო ანგარიშის ქონა, მობილური ტელეფონის ქონა და ბოლო 3 თვეში ინტერნეტის ერთხელ მაინც გამოყენება. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 95%-ს აქვს მობილური ტელეფონი, რითაც მსოფლიოში 42-ე ადგილს იკავებს. კვლევის თანახმად, ბოლო 3 თვეში ინტერნეტი ერთხელ მაინც გამოიყენა საქართველოს მოსახლეობის 82%-მა, რითაც მსოფლიოში 63-ე ადგილს იკავებს.
მსოფლიო ბანკის კვლევა - რანჟირება გაკეთებულია საბანკო ანგარიშის კომპონენტში დაფიქსირებული შედეგით:
| # | ქვეყანა | აქვს საბანკო ანგარიში | სარგებლობს მობილური ტელეფონით | ბოლო 3 თვეში ერთხელ მაინც გამოიყენა ინტერნეტი |
| 1 | ისლანდია | 100% | 99% | 99% |
| 2 | ფინეთი | 100% | 99% | 94% |
| 3 | ნორვეგია | 99% | 100% | 98% |
| 4 | დანია | 99% | 99% | 98% |
| 5 | შვედეთი | 99% | 99% | 98% |
| 6 | ესტონეთი | 99% | 99% | 97% |
| 7 | ნიდერლანდები | 99% | 95% | 96% |
| 8 | გაერთიანებული სამეფო | 99% | 92% | 96% |
| 9 | საფრანგეთი | 99% | 91% | 96% |
| 10 | ლიტვა | 99% | 99% | 89% |
| 11 | სლოვენია | 99% | 95% | 88% |
| 12 | იაპონია | 99% | 94% | 83% |
| 13 | ესპანეთი | 98% | 97% | 97% |
| 14 | ახალი ზელანდია | 98% | 94% | 95% |
| 15 | ირლანდია | 98% | 93% | 95% |
| 16 | გერმანია | 98% | 92% | 95% |
| 17 | კანადა | 98% | 89% | 95% |
| 18 | შვეიცარია | 98% | 91% | 94% |
| 19 | სინგაპური | 98% | 97% | 93% |
| 20 | მონღოლეთი | 98% | 98% | 87% |
| 21 | აშშ | 97% | 98% | 98% |
| 22 | მალტა | 97% | 97% | 93% |
| 23 | ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული ოლქი | 97% | 98% | 89% |
| 24 | კორეა | 97% | 96% | 87% |
| 25 | კვიპროსი | 96% | 98% | 90% |
| 26 | ტაივანი | 96% | 96% | 90% |
| 27 | ლატვია | 95% | 98% | 94% |
| 28 | ხორვატია | 93% | 97% | 87% |
| 29 | ჩეხეთი | 92% | 97% | 93% |
| 30 | სლოვაკეთის რესპუბლიკა | 92% | 97% | 88% |
| 31 | ტაილანდი | 92% | 92% | 86% |
| 32 | პორტუგალია | 91% | 95% | 86% |
| 33 | ირანი, ისლამური რესპუბლიკა | 91% | 87% | 77% |
| 34 | მავრიკი | 90% | 94% | 77% |
| 35 | კენია | 90% | 93% | 60% |
| 36 | საბერძნეთი | 89% | 95% | 91% |
| 37 | მალაიზია | 89% | 95% | 87% |
| 38 | ჩინეთი | 89% | 97% | 86% |
| 39 | ისრაელი | 89% | 96% | 86% |
| 40 | ინდოეთი | 89% | 66% | 46% |
| 41 | უკრაინა | 88% | 97% | 95% |
| 42 | უნგრეთი | 87% | 97% | 91% |
| 43 | ვენესუელა | 87% | 95% | 89% |
| 44 | ყაზახეთი | 87% | 92% | 88% |
| 45 | იტალია | 86% | 99% | 89% |
| 46 | პოლონეთი | 86% | 95% | 81% |
| 47 | ჩილე | 85% | 96% | 87% |
| 48 | ბულგარეთი | 85% | 92% | 79% |
| 49 | ჩრდილოეთ მაკედონია | 84% | 90% | 83% |
| 50 | სერბეთი | 83% | 93% | 79% |
| 51 | თურქეთი | 82% | 97% | 87% |
| 52 | შრი-ლანკა | 82% | 77% | 43% |
| 53 | სამხრეთ აფრიკა | 81% | 87% | 68% |
| 54 | განა | 81% | 88% | 55% |
| 55 | საუდის არაბეთი | 79% | 98% | 99% |
| 56 | რუსეთის ფედერაცია | 79% | 94% | 93% |
| 57 | საქართველო | 79% | 95% | 82% |
| 58 | სენეგალი | 76% | 87% | 70% |
| 59 | ტრინიდადი და ტობაგო | 75% | 92% | 86% |
| 60 | ჩერნოგორია | 75% | 94% | 84% |
| 61 | ქუვეითი | 74% | 95% | 96% |
| 62 | ურუგვაი | 74% | 95% | 91% |
| 63 | ნამიბია | 73% | 80% | 56% |
| 64 | ზამბია | 73% | 79% | 39% |
| 65 | უგანდა | 73% | 79% | 38% |
| 66 | ყირგიზეთი რესპუბლიკა | 72% | 96% | 92% |
| 67 | ვიეტნამი | 71% | 98% | 88% |
| 68 | კოსტა რიკა | 71% | 92% | 87% |
| 69 | არაბთა გაერთიანებული საემიროები | 71% | 100% | 86% |
| 70 | რუმინეთი | 71% | 95% | 77% |
| 71 | ომანი | 70% | 98% | 92% |
| 72 | გაბონი | 68% | 87% | 69% |
| 73 | დომინიკის რესპუბლიკა | 65% | 89% | 89% |
| 74 | ეკვადორი | 65% | 88% | 83% |
| 75 | ესვატინი | 65% | 86% | 52% |
| 76 | კოსოვო | 64% | 91% | 96% |
| 77 | პანამა | 64% | 84% | 75% |
| 78 | ნიგერია | 63% | 84% | 38% |
| 79 | ლესოტო | 62% | 79% | 46% |
| 80 | პარაგვაი | 61% | 94% | 84% |
| 81 | კამერუნი | 61% | 78% | 46% |
| 82 | უზბეკეთი | 60% | 82% | 74% |
| 83 | ნეპალი | 60% | 78% | 50% |
| 84 | ტანზანია | 60% | 78% | 20% |
| 85 | პერუს | 59% | 86% | 78% |
| 86 | კოტ დ'ივუარი | 58% | 89% | 47% |
| 87 | კოლუმბია | 57% | 88% | 81% |
| 88 | ტოგო | 57% | 83% | 44% |
| 89 | მოლდოვა | 56% | 92% | 79% |
| 90 | ინდონეზია | 56% | 80% | 70% |
| 91 | კონგო, რეპ. | 56% | 73% | 34% |
| 92 | ტაჯიკეთი | 55% | 78% | 63% |
| 93 | მალი | 55% | 84% | 46% |
| 94 | მოზამბიკი | 54% | 62% | 27% |
| 95 | მექსიკა | 53% | 83% | 78% |
| 96 | ლიბერია | 52% | 70% | 33% |
| 97 | ბურკინა ფასო | 51% | 88% | 31% |
| 98 | ფილიპინები | 50% | 78% | 71% |
| 99 | ზიმბაბვე | 50% | 82% | 32% |
| 100 | მალავი | 50% | 59% | 21% |
| 101 | ეთიოპია | 49% | 58% | 14% |
| 102 | იორდანია | 46% | 88% | 89% |
| 103 | კომორის კუნძულები | 45% | 72% | 43% |
| 104 | მაროკო | 44% | 90% | 65% |
| 105 | ელ სალვადორი | 43% | 87% | 81% |
| 106 | ეგვიპტე, არაბთა რესპ. | 43% | 85% | 55% |
| 107 | ჰონდურასი | 42% | 81% | 75% |
| 108 | დასავლეთ სანაპირო და ღაზა | 40% | 95% | 94% |
| 109 | კამბოჯა | 39% | 81% | 81% |
| 110 | სიერა ლეონე | 39% | 59% | 33% |
| 111 | კონგო, დემ. რეპ. | 39% | 54% | 32% |
| 112 | გვატემალა | 38% | 81% | 71% |
| 113 | ლაოსის PDR | 38% | 84% | 70% |
| 114 | ტუნისი | 38% | 96% | 68% |
| 115 | გამბია, | 38% | 80% | 65% |
| 116 | გვინეა | 36% | 82% | 31% |
| 117 | ლიბია | 33% | 100% | 81% |
| 118 | ერაყი | 30% | 91% | 76% |
| 119 | მავრიტანია | 27% | 85% | 60% |
| 120 | პაკისტანი | 27% | 63% | 36% |
| 121 | მადაგასკარი | 24% | 46% | 11% |
| 122 | ლიბანი | 23% | 94% | 94% |
| 123 | ნიკარაგუა | 23% | 85% | 75% |
| 124 | ჩადი | 21% | 53% | 11% |
| 125 | ნიგერი | 15% | 54% | 16% |




























